გამოვიდნენ პარლამენტიდან, საკრებულოებიდანაც, გადადგეს წალენჯიხის მერიც - ლევან იოსელიანი ოპოზიციას

15.12.22 15:40
გამოვიდნენ პარლამენტიდან, საკრებულოებიდანაც, გადადგეს წალენჯიხის მერიც - ლევან იოსელიანი ოპოზიციას

თუ დატოვებენ პარლამენტს, ეს იქნება მათი ლიდერისადმი სოლიდარობა, თუმცა, უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება ყველა დონეზე - ,,მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი,  ოპოზიციას ურჩევს, რომ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის ნიშნად  დატოვონ არა მარტო პარლამენტი, არამედ საკრებულოები და წალენჯიხის მერის პოსტიც.  

თუ დატოვებენ პარლამენტს, ეს იქნება მათი ლიდერისადმი სოლიდარობა, თუმცა, უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება ყველა დონეზე. მარტო ხატია დეკანოიძეს კი არ უნდა ეძახონ, გამოდი პარლამენტიდანო, უნდა გადადგეს წალენჯიხის მერი, უნდა გამოვიდნენ რუსთავის, სხვა რაიონებისა და ქალაქების საკრებულოებიდან, თბილისის საკრებულო უნდა დატოვონ სრულად, ეს იქნებოდა თანმიმდევრული მათი მხრიდან  - აცხადებს ლევან იოსელიანი.

პარლამენტის დატოვების მოწოდების შემდეგ, რომელიც დღეს სპეციალურ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა გააკეთა,  ,,ტვ პირველი" დაინტერესდა, ვინ როგორ უყურებს ოპოზიციაში მანდატების დათმობის საკითხს და ფიქრობენ თუ არა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი საპარლამენტო ბოიკოტი და არჩევნებია. 

აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა ნათელაშვილის ინიციატივას არ ეთანხმება და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისა და სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლა საკანონმდებლო ორგანოდან უფრო შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები