თვეების განმავლობაში ცნობილი ნარატივი, კვდება, აღმოჩნდა ტყუილი - მდინარაძე სააკაშვილზე
"ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ხდებოდა საზოგადეობის ცრუ ინფორმირება და როგორც იქნა, ყველამ გაიგო მიხეილ სააკაშვილის შესახებ სიმართლე, რომ მესამე პრეზიდენტი არ კვდება.
მისი თქმით, ცნობილი ნარატივი, რასაც ოპოზიცია თვეები განმავლობაში იძახდა, ტყუილია და სააკაშვილის არც შიმშილობას და არც წამებას ადგილი არ ჰქონია.
პატივისა და ღირსების ნაწილში თუ რაიმე შეიძლებოდა ყოფილიყო, სამინისტრომ ასეთი კადრების გასაჯაროებაზე, როგორც ჩანს, თავი შეიკავა. ხდებოდა საზოგადოების ცრუ ინფორმირება და მაშინ გამოაშკარავდა, რომ სიცრუე იყო, როგორც მისი შიმშილობა, ასევე მისი წამება. ახლა მესამე შემთხვევაც დადგა, ეს სამართლებრივი ტესტი აქვს სწორედ გავლილი ამ საკითხს. ცნობილი ნარატივი თვეები განმავლობაში, კვდება, აღმოჩნდა ტყუილი. როდის ლეპტოპი გამოინახება, როდის ჩაირთვება, როდის მიიჩნევს ამ ყველაფერს სასამართლო საჭიროდ, ეს არც თქვენი და არც ჩემი საქმე არ არის". - თქვა კობახიძემ.