ვფიქრობ, ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში - წულუკიანი სააკაშვილზე

15.12.22 15:15
ვფიქრობ, ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში - წულუკიანი სააკაშვილზე

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველანაირი ხერხით ცდილობს სასჯელის არიდებას.

კულტურის მინისტრის თქმით, მესამე პრეზიდენტი იმდენად არასერიოზულია, რომ მისი კომენტარის მოსმენისას, შესაძლოა სახეში რაიმე ნივთიც კი ესროლოს.

ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი.
პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი.
ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში“, - ამბობს თეა წულუკიანი.

 

მსგავსი სიახლეები