რომ არ შეჭამს, იქნება ცუდად, უნდა ჭამოს - ხაბარელი სააკაშვილზე
"ოცნების" დეპუტატი შოტა ხაბარელი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე კადრების გავრცელება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე მოხდა.
ხაბელოვის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმანს, უბრალოდ სააკაშვილი თავად არ ჭამს და სწორედ ამას უკავშირებს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის ცუდად ყოფნას.
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა სააკაშვილის კადრების გამოქვეყნება. ხელისუფლება ძალიან ღირსეულად იქცევა ყოფილი პრეზიდენტის მიმართ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მის ჯანმრთელობას არ შეექმნას საშიშროება. რომ არ შეჭამს იქნება ცუდად, უნდა ჭამოს“, - ამბობს ხაბარელი.