ნატა ფერაძემ საქართველოს მთავრობას ევროსასამართლოში დავა მოუგო
სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საქართველოს მთავრობას ევროსასმართლოში დავა მოუგო - სტრასბურგმა დაადგინა, რომ პანორამა თბილისის წინააღმდეგ გამართული აქციის 7 მონაწილის მიმართ შეკრების უფლების დარღვევას ჰქონდა ადგილი.
"დარღვეულია გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლებები" - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.
ევროსასამართლომ სახელმწიფოს აქტივისთებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. მთავრობამ 7 პირს 1040 ევრო უნდა გადაუხადოს.
საუბარია 2015 წელს მომხდარ ინცინდენტზე, როცა სამოქალაქო ატივისტები პანორამა თბილისის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.