თუ ოპოზიცია მანდატებს დატოვებს, ეს ძალიან კარგი იქნება - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში მანდატების დატოვებას მიესალმება.
მისი თქმით, ეს დადებითად აისახება ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხზე.
„თუ ენმ, რადიკალური ოპოზიცია დატოვებს მანდატებს, ეს იქნება ძალიან კარგი. ეს შეამცირებს არა მარტო პარლამენტში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ხარისხს, არამედ მთლიანად აისახება დადებითად ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხზე.
პრინციპში, ევროკავშირის მოწოდება იყო დეპოლარიზაცია, ამას ნაცმოძრაობა არ ასრულებდა. ერთადერთი, რითაც შეიძლება ახლა დადებითი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში, ეს იქნება მანდატების დატოვება. ეს იქნება მათი ერთადერთი წვლილი იმ რეკომენდაციების შესრულებაში, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.