ვინ გაუვრცელა ნიკა მელიას ფალსიფიცირებული ჩანაწერი - კომპრომატებით ომი ენმ-ში?
სკანდალი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში - "პირვლებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კახეთში, გიორგი ბოტკოველმა რეგიონულ პარტაქტივს ფალსიფიცირებული ჩანაწერი მოასმენინა, სადაც ნიკა მელია თითქოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს აგინებს.
საქმეში მეორე გვარიც გამოჩნდა - არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ ჩანაწერს გორში ბადრი ბასიშვილი ავრცელებდა.
"ტვ პირველი" გიორგი ბოტკოველს ესაუბრა, დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული თემით "მის გაშავებას ცდილობენ".
როგორც ჩანს, ჩემს თანამებრძოლებს ჩემი გაშავება გადაუწყვეტიათ. ისე დიდიხანია შავგრემანი ვარ... მე ორ ფრონტზე ბრძოლას არ ვაპირებ. ერთი ფრონტია და ეს არის ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული. ნებისმიერი ჩვენი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას უნდა ემსახურებოდეს"- თქვა ბოტკოველმა.
ლევან ხაბეიშვილის კიდევ ერთი მხარდამჭერი, დავით კირკიტაძე ამბობს, რომ "თუ ნიკა მელიას ვინმე ებრძვის ეს თავად ნიკა მელიაა".
რაც შეეხება ჩანაწერის გავრცელაბას, დეპუტატი ამბობს, რომ ეს წმინდა წყლის ტყუილია. კირკიტაძე იქვე ამბობს, რომ მელიას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გაუკეთებია.
ჩემი თანდასწრებითაც არაერთხელ უსაუბრია, თუმცა ამაზე ღიად საუბარი არ მინდა"- თქვა კირკიტაძემ "ტვ პირველთან".
სკანდალურ ჩანაწერთან შეხებას კატეგორიულად გამორიცხავს ლევან ბეჟაშვილიც. პოლიტიკოსის თქმით, ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით საუკეთესო გამოხმაურებები ნამდვილად არ ჰქონია.
ეს ეკამაც (ხერხეულიძემ) და გუნდის სხვა წევრებმაც იციან. გუნდის შიგნითაც არაერთხელ ყოფილა ამაზე საკმაოდ არასასიამოვნო საუბარი. ეს ადამიანი დიდი ლოიალობით არ გამოირჩეოდა მიხეილ სააკაშვილის მიმართ"- აღნიშნა ბეჟაშვილმა.
მისი თქმით, ფაბრიკაციებით ბრძოლა მიუღებელია და მსგავს საქციელეს სრულად ემიჯნება.