დატოვებს თუ არა პარლამენტს - რას ფიქრობს ოპოზიცია
თუ პარლამენტს დავტოვებთ, ეს მხოლოდ ,,ოცნებას" შეუქმნის კომფორტს - საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს დატოვებით არაფერი შეიცვლება და დღეს ამის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ მოგვიანებით აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღონ.
ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დასაცავად ყველანაირი ბერკეტი უნდა იქნას გამოყენებული, მთ შორის, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნაც და ქუჩაც.
მზად ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, თუმცა, ეს არ უნდა იყოს მანიპულატიური თემებით კამპანია, არამედ კონკრეტული ქმედებების, მათ შორის, აქციები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით მრავალ ადგილას - აცხადებს ენმ-ს წევრი, ლევან ბეჟაშვილი.
,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, მიიჩნევს, რომ მხოლოდ პარლამენტის დატოვება არ არის პრობლემის მოგვარების გზა.
თუ დღეს ოპოზიციას სხვა არანაირი აზრი არ აქვს, არანაირი გეგმა პარლამენტიდან გასვლის გარდა, ძალიან მძიმედ არის მაშინ მიხეილ სააკაშვილის საქმე, რადგან არანაირ შედეგს პარლამენტიდან გასვლა ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში ცხადია, არ მოიტანს. - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
,,სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადებითად მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით მიიღწევა, რომელიც ბრძოლის ერთ-ერთ ფორმად ქუჩის აქციებს გამოაცხადებს.
ჩვენ მოწოდება გავაკეთეთ ერთიან ფრონტთან დაკავშირებით, იცით, რომ 3 პარტია მოძრაობს რეგიონებში, რომ უზრუნველყოფა გავუკეთოთ აქციებს, პროტესტს ქუცაში, კარგი იქნება, თუ სხვა პარტიებიც ამ პროტესტს შემოუერთდებიან.
ერთადერთ ხსნად ჩვენ ვხედავთ - ბევრი საქართველოს მოქალაქე ქუჩაში - თქვა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტის დატოვების მოთხოვნა თავდაპირველად, გუშინ, ნიკა მელიამ დააფიქსირა. დღეს სპეციალურ ბრიფინგზ ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ,,ლეიბორისტული პარტია".