შიმშილობა არ არის სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა - სოზარ სუბარი

15.12.22 17:09
შიმშილობა არ არის სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა - სოზარ სუბარი

 სოზარ სუბარი "ნაციონალური მოძრაობის" მოშიმშილე დეპუტატებს ეუბნება, რომ შიმშილობა სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა არ არის. 

დეპუტატის თქმით, სააკაშვილის საკითხი არის წმინდა სამართლებრივი საკითხია. 

ზოგადად შიმშილობა არ არის სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტის გზა. ვურჩევ კოლეგებს, არ მიმართონ ამ გზას. სააკაშვილის საკითხი არის წმინდა სამართლებრივი თემა. სასამართლო მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც კანონითაა გაწერილი. 

ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა არის გინესისი რეკორდებში შესატანი, როგორც ყველაზე ხანმოკლე.  რას იზამენ ჩვენი კოლეგები, არ ვიცი, მაგრამ შეუძლებელია, შიმშილობით იქნეს მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები"  - ამბობს სუბარი. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.

 

მსგავსი სიახლეები