რატომ მოიყვანეთ ტექნიკური პრობლემა იმის ასახსნელად, რომ გვენახა, რა მდგომარეობაშია სააკაშვილი - სამნიძე ბრეგაძეს
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ იუსტიციის მინისტრს მიმართა ეპასუხა საზოგადოებისთვის, თუ რატომ მოიყვანა ტექნიკური პრობლემა იმის ასახსენლად, რომ გვენახა, რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი
„თქვანგან არ ისმის დღეს მკაიო პასუხი, რა ხდება პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. გთხოვთ, მდარე ცინიზმის გარეშე... რატომ მოიყვანეთ ტექნიკური პრობლემა იმის ასახსენლად, რომ გვენახა, რა მდგომარეობაშია პრეზიდენტი სააკაშვილი. კადრების ჩვენებით, რომლის ერტადერთი მიზანიც იყო მხოლოდ ეს, აჩვენოთ ყველას, როგორ ხართ შურისძების პროცესში და როგორ ასრულებთ სამწუხაროდ ერთი ადამიანის ბრძანებებს“. - თქვა ათუნა სამნიძემ.
იუსტიციის მინისტრი ოპოზიციის უხერხულმა კითხვებმა წყობიდან გამოიყვანაა. რატი ბრეგაძემ დღევანდელი საპარლამენტო ვიზიტი სასაცილო დადგმად გადააქცია. მაშინ, როცა დარბაზში დარჩენილი ოპოზიცია მინსისტრს საააკშვილზე ეკითხებოდა, ბრეგაძე პარლამენტის თავმჯოდმარეს ხელის აწევით და ირონიული ღიმილით ანიშნებდა, რომ პასუხის გაცემა უნდოდა. რეპლიკებს მინისტრი საპარლამენტო ლოჟიდან ისროდა.