"თუ ვინმეს აქვს ეს ჩანაწერები, გამოაქვეყნოს" - კომპრომატების ომი მელიას წინააღმდეგ და პასუხები თანაპარტილებისგან
პასუხი ნიკა მელიას, საკუთარი თანაპარტილებისგან, მას შემდე,გ რაც "ნაცმოძრაობის" თავმჯომარემ "ტვ პირველის" ეთერში ფაბრიკაციულ ჩანაწერებზე ბევრი ისაუბრა და დაადასტურა ისიც, რომ საქმე
2016 წლის მასალას ეხეება. ორად გაყოფილი პარტიის წევრები ამბობენ, რომ მელიას განცხადებებში ბევრი ბუნდოვანება დაინახეს.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, სააკაშვილსა და მელიას შორის რომ იდეალური ურთიერთობა არ არის, ეს ყველამ იცის პარტიაში, თუმცა ეს ჩანაწერების თემა საიდან წამოვიდა, არ იცის, ამიტომაც ის ავტორს ამ ჩანაწერების გამოქვეყნებისკენ მოუწოდეს.
ის, რომ არ იყო მთლად იდეალური ურთიერთობა მათ შორის, ეს ახალი არ არის და პარტიის წევრებმა ეს იციან. ამაზე ბევრი გვისაუბრია, ბევრი შერიგებაც მომხდარა. ახლა ეს თემები არ უნდა იხილებოდეს გარეთ და საერთოდ გაუგებარია, ეს ჩანაწერების თემა საიდან წამოვიდა. თუ ვინმეს აქვს, მაშინ უნდა გამოაქვეყნოს და ყველა გაიგებს, რეალურად ეს არის სინამდვილე თუ არა", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
ხატია დეკანოიძის თქმით, არ იცის რა ფარულ ჩანაწერზეა საუაბრი და არც სურს ამაზე დამატებით ვინმემ ისაუბროს.
ყველანაირი ფარული ჩანაწერი არის კატასტროფა. მე არ ვიცი, რაზეა საუაბრი. ალბათ მალე ამაზე მეტი გახდება ცნობილი, თუმცა მე არ მინდა ამაზე ვინმე დამატებით კიდევ ისაუბროს.
მდაბიო და ამორალური საქციელი - ასე შეაფასაა ნიკა მელიამ მის წინააღმდეგ აგორებული კომპრომატების ომი.. ინგა გრიგოლიას რეაქციაში, "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარეს არც ის დაუმალავს რომ ფაბრიკაციული ჩანაწერები თავადაც მოსმენილი აქვს.