რატომ გასაჯაროვდა სააკაშვილის კადრები - რატი ბრეგაძის პირველი ახსნა-განმარტება

16.12.22 17:58
რატომ გასაჯაროვდა სააკაშვილის კადრები - რატი ბრეგაძის პირველი ახსნა-განმარტება

რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტმა ჯანმრთელობა განგებ დაიზიანა.

იუსტიციის მინისტრი ხსნის, თუ რატომ გასაჯაროვდა მიხეილ სააკაშვილის კადრები და რითი იხელმძღვანელა პენიტენციურმა დაწესებულებამ.

"სააკაშვილზე დავიწყებ თავიდან. ხშირად გვესმის ბრალდება, რომ სახელმწიფომ მისთვის არაფერი გააკეთა. ეს ადამიანი ჩამოდიოდა არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად,  არ გამოუვიდათ.
მან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი, ეს იყო შიმშილობის გამოცხადება. ეუბნებოდნენ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს იქნებოდა თვითგანადგურების ტოლფასი.
იგი შერჩევით იღებდა მედიკამენტებს და საჭმელს, რომ მისი ჯანმრთელობა დაზიანებულიყო. დღეს ის იმყოფება მაღალკვალიფიციური მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ.

სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო ძალიან ცუდი და მაღალი რისკების შემცველი კამპანია. ეს ხალხი აკეთებს ყველაფერს, რომ გამოიწვიოს არეულობა, თითქოსდა ვინმეს აწამებენ.

პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვიხელმძღვანელეთ მე-5 მუხლის ზ პუნქტით. ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით.

ამ მიზნით მოხდა კადრების გასაჯაროება. დავიცავით თანაზომიერების პრინციპი. მივიღეთ შესაბამისი პროპორციული ზომები.

საზოგადოებრივი მღელვარება რომ არ მოყოლოდა, სწორედ ამიტომ გავასაჯაროვეთ კადრები".- თქვა ბრეგაძემ. 


 

მსგავსი სიახლეები