სანამ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, პარტიაში კონფრონტაციული საკითხის გაშლა არ მოხდება - ნიკა მელია

16.12.22 18:22
სანამ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, პარტიაში კონფრონტაციული საკითხის გაშლა არ მოხდება - ნიკა მელია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მორატორიუმს იღებს. ნიკა მელიას განცხადებით, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, პარტიაში წინააღმდეგობრივ, კონფრომტაციულ  საკითხების გაშლა არ მოხდება. 

ჩემი უდიდესი სურვილია, იმის მიუხედავად, რაც პარტიაში ბოლო ერთი თვის განმავლობაშია, მოხდეს დაახლოვება საერთო წერტილებისა.

ნებისმიერი საკითხი, რომელიც შესაძლოა, გახდეს კონფრომტაციული, წინააღმდეგობრივი, ჩემი მხრიდან არ იქნება გაშლილი. ამაზე საუბარი მანამ არ მექნება, სანამ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე იქნება. 

ბუნებრივია, როცა ამის შესაძლებლობა იქნება, ამ კითხვებზე პასუხი გაეცემა. - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ს თავმჯდომარემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, სადაც აგვისტოს ომის საკითხში საქართველოს ხელისუფლება გაამართლა. 

მსგავსი სიახლეები