ზრდილობისგან შორს ხართ - დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში

16.12.22 19:01
ზრდილობისგან შორს ხართ - დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში

ზრდილობისგან შორს ხართ - იუსტიციის მინისტრი მდგომარეობიდან ოპოზიციონერი დეპუტატის რეპლიკამ გამოიყვანა - ხათუნა სამნიძემ  საქართველოს ხელისუფლება მიხეილ საააკაშვილის წამებაში დაადანაშაულა. 

საპასუხოდ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ადამიანის წამება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ხდებოდა და საპარლამენტო ტრიბუნიდან დაზარალებული ადამინების ჩვენებების წაკითხვა დაიწყო, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ქალბატონო ხათუნა, ზრდილობისგან ხართ ძალიან შორს . თავიდანვე ვთქვი, რომ ეს არ იქნებოდა მარტივი მოსასმენი. მაგრამ როცა ვინმე ადამიანის წამებას გვაბრალებს, უნდა შევახსენოთ, რა ხდებოდა მათ დროს. 

რა თქმა უნდა, სიმართლე ძნელი მოსასმენია...ვერ უძლებენ იმ სიმართლის მოსმენას, რაც ძალიან მწარეა მათთვის.

რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში რომ არ გაიხსნა წამების მუზეუმი, როგორც  არის შექმნილი ფაშისტების წამების  ამსახველი მუზეუმები,  ეს არის ,,ოცნების" კიდევ ერთი შეცდომა... როგორ ბედავენ...

ყველა მისი უფლება  (სააკაშვილის) არის დაცული...  დგანან, უჭირავთ პალაკატები, კითხვის დასმის უფლებაც არ აქვთ. რას ეტყვის მათ მათი ლიდერი.? ის არ არის საქართველოს მოქალაქე. რას აკეთებთ, რომ არ გარდაიცვალოს? - ყველაფერს. რამდენი ექიმი ახვევია, ნახეთ. ბედავენ და კიდევ ამაზე ლაპარაკობენ.- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პარლამენტში იუსტიციის მინისტრს, უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატები რატი ბრეგაძის გამოსვლას უარყოფითად აფასებენ და მას მოუწოდებენ, შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის წამება. 

ფრაქცია ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე, კი პროგნოზირებს, რომ რატი ბრეგაძეს მოუწევს ციხეში ყოფნა და პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემა. 

მსგავსი სიახლეები