იმ 9 წელში, რომელზეც ასე ხმამაღლა საუბრობთ, სად იყავით და რას საქმიანობდით? - ნაცვლიშვილი ბრეგაძეს

16.12.22 19:05
იმ 9 წელში, რომელზეც ასე ხმამაღლა საუბრობთ, სად იყავით და რას საქმიანობდით? - ნაცვლიშვილი ბრეგაძეს

პარლამენტში მინისტრ ბრეგაძეს გამოსვლის შემდეგ "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, მას კითხვა  ბიოგრაფიის შესახებ დაუსვა.

დეპუტატი დაინტერესდა, სად იყო და რას აკეთებდა მინისტრი ბრეგაძე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს.

ბევრი ისაუბრეთ ბუნდოვნად და ზოგადად და აი, რომ დაბრუნდებით ტრიბუნასთან, კარგი იქნება, რომ თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნოთ საზოგადოებას. აი, იმ 9 წელში, რომელზეც ასე ხმამაღლა საუბრობთ, გვითხარით, სად იყავით და რას აკეთებდით. ჩამოთვალეთ ყველა ის წელი და ერთი შემთხვევა მაინც მოიყვანეთ, როდესაც პატიმრების წამება ციხეში ან სხვა მძიმე უფლედარღვევები სადმე საკუთარი სამზარეულოს გარდა თუ გაგიპროტესტებიათ?, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები