უკრაინა სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებას იწყებს

17.12.22 18:30
უკრაინა სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებას იწყებს

"თუ საქართველოს მთავრობა არ დაადგენს ვინ მოწამლა პრეზიდენტი ან არ მოუნდება დადგენა, ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, ამას გააკეთებს უკრაინის ხელისუფლება" - უკრაინის სახელმწიფო გამოძიების ბიურო, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებას იწყებს. სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატებმა, მიმართვა უკვე გააგზავნეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი  უკრაინის მოქალაქეა, ამიტომ ბიუროს გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ ვინ შეუკვეთა, ვინ შეასრულა და ვისი დახმარებით მოხდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოწამვლა.

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ძებნილთა სიაში მოხვედრა ემუქრება ყველას, ვინც სააკშვილის მოწამვლის საქმის მონაწილეა.

მისი თქმით, ამ ადამიანებს უკრაინაში ბრალს წაუყენებენ და მათზე  გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა. საზღვრის ნებისმიერი კვეთა, სხვა ქვეყანაში გახდება ამ პირების დაკავების საფუძველი უკრაინისთვის გადმოსაცემად.

სად მოწამლეს მიშა? - ადვოკატი ვარაუდობს , რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ან გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოწამლული. ამ შემთვევაში კი პასუხისმგებლობას მთვარობა ვერ გაექცევა,  რადგან ორივე ადგილზე კონტროლი ქართლი სპეცსამსახურების მოვალოებაა. 

 

მსგავსი სიახლეები