ექსკლუზივი: პრეზიდენტის ორგანიზმში საწამლავი ქართველ ექიმებსაც აღმოჩენილი ჰქონდათ - (დოკუმენტები)

17.12.22 20:43
ექსკლუზივი: პრეზიდენტის ორგანიზმში საწამლავი  ქართველ ექიმებსაც აღმოჩენილი ჰქონდათ - (დოკუმენტები)

ვიდრე ამერიკული ლაბორატორია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანს და ვერცხლის წყალს იპოვიდა, საწამლავი ქართველ ექიმებსაც აღმოჩენილი ჰქონდათ.  

 „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის ეჭვი პირველად კლინიკა „ვივა-მედში“ 25 აგვიტოს  გაუჩნდათ. დოკუმენტს, რომელსაც ხელს  ნევროლოგი აწერს, მედიკოსი პირდაპირ  ტოქსიკოლოგიური კვლევის რეკომენდაციას გასცემს.

იმავე დღეს პრეზიდენტის გენეტიკური მასალა "ვივა-მედმა" ერთ -ერთი ლაბორატორიის  გავლით გერმანიაში გადაგზავნა. 31 აგვიტოს ლაბორატორიული კვლევის შედეგებით კი დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები - ვერცხლის წყალი, თალიუმი და დარიშხანი აღმოჩნდა.

განცხადება პრეზიდენტის მოწამვლის ფაქტზე 18 ნოემბერს გაკეთდა, თუმცა უპრეცედენტო საქმეზე გამოძიების ცალკე წარმოებად დაწყება საქართველოს ხელისუფლებამ საჭიროდ არ ჩათვალა. არადა ადვოკატები ერთი თევა ამ მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას მიმართავენ. კიდევ ერთი განცხადება უფლებადამცველებმა უწყებაში 2 დღის წინ შეიტანეს.

 

მსგავსი სიახლეები