ექსპერტს, რომელმაც სააკაშვილის შეურაცხადად გამოცხადება დაიწყო, "ოცნება" ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევს

17.12.22 21:01
ექსპერტს, რომელმაც სააკაშვილის შეურაცხადად გამოცხადება დაიწყო, "ოცნება" ბიუჯეტიდან მილიონებს აძლევს

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების მიზანი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეურაცხადად გამოაცხადონ? - მაია ნიკოლეიშვილმა უკვე განავითარა მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილი ფსიქიატრიული პაციენტია, მძიმე ავადმყოფი არ არის, უბრალოდ ცუდად იქცევა, თავს ესხმის ექიმებს და ამის გამო კლინიკაში მისი ყოფნა საშიშია.

აღმოჩენილია დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფომ მაია ნიკოლეიშვილს კომპანიას 2017 წლიდან დღემდე შვიდი მილიონ 300 ათას ლარზე მეტის ხელშეკრულება გაუფორმა. 

"რეალ ექსპერტი" გზებზე დაგებული ასფალტის ხარისხსს და სამშენებლო სამუშაოებს ამოწმებს. ირკვევა, რომ ხალხის ფული მაია ნიკოლეიშვილის კომპანიის ანგარიშზე ტენდერების და გამარტივებული შესყიდვების გზით მიედინება.

რატომ უკვეთავს სახელმწიფო, სასამართლო სამედიცინო ექსპერტს გზების და მშენებლობების კონტროლს  და რის სანაცვლოდ მიიღო მილიონობით ლარი?  ნიკოლეიშვილმა "შაბათის ეთერს" ინტერვიუზე უარი უთხრა და კითხვებს გაექცა. 

მილიონიანი გარიგებები მაია ნიკოლეიშვილთან და გახმაურებული საქმეები სადაც ექსპერტი ფიგურირებს - ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში

 

მსგავსი სიახლეები