შეწყვიტეთ სპეკულაციები, დაველოდოთ სასამართლოს - ზურაბიშვილი სააკაშვილის საქმეზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი თვლის, რომ ქვეყნის შიდა სტაბილურობისა და რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია, მესამე პრეზიდენტის საკითხზე ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები.
"დაველოდოთ 22 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილებას"- თქვა ზურაბიშვილმა ერლჩების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
აქვე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და სპეკულაციების დასრულება პოლიტიკურ ძალებს მისცემს საშუალებას ვალდებულებები შეასრულოს.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს არის ყოფილი პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. ქვეყნისათვის და მისი რეპუტაციისთვის, მისი შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები და დაველოდოთ 22 დეკემბრის გადაწყვეტილებას, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული რომ ეს მისცემს საშუალებას საქართველოს მოსახლეობას ამ სიტუაციიდან გამოვიდეს და ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, მართვაზე ქვეყნის, პრობლემების გადაწყვეტაზე და ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამავე კონტექსტში პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და სპეკულაციების დასრულება პოლიტიკურ ძალებს მისცემს საშუალებას ვალდებულებები შეასრულოს.