შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა - ვენეციის კომისიის დასკვნა

29.04.21 13:59
შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა - ვენეციის კომისიის დასკვნა

,,ვენეციის კომისია" საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებთან და უზენაესი მოსამართლების არჩევის წესთან დაკავშირებით  დასკვნას ავრცელებს. 

კომისია მიესალმება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის წინა რეკომენდაციები, თუმცა ახალ დასკვნაში წერს,  რომ მიუხედავად ცვლილებებისა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს გამჭვირვალობისა და კანდიდატების თანასწორობისთვის.

ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:

1. განიხილოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა.

2. შეჩერდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა, მანამ სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა;

3. კანდიდატების თანაბარ პირობებში მოპყრობის უზრუნველსაყოფად შეიძლება საჭირო გახდეს პროცედურების ახლიდან დაწყება.

კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევას ეხება, საქართველოს პარლამენტმა 1 აპრილს დაჩქარებული წესით განიხილა და ერთხმად (86 ხმით) მიიღო.