დიდი შეთანხმება შედგა - ორბანი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელმოწერილია

17.12.22 22:25
დიდი შეთანხმება შედგა - ორბანი ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელმოწერილია

 დიდი შეთანხმება შედგა - შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა მოაწერეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია რუმინეთში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართა.

შეთანხმება მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციას, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციას, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდას.

მსგავსი სიახლეები