ნუ მოკლავ პრეზიდენტს! - გიორგი მუმლაძე ოლიგარქის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას აანონსებს

18.12.22 12:01
ნუ მოკლავ პრეზიდენტს! - გიორგი მუმლაძე ოლიგარქის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციას აანონსებს

დაანონსებული უწყვეტი აქციების მე-2 დღე - გიორგი მუმლაძე მხარდა,წერებთან ერთად დღეს ივანიშვილის შუშის სასახლესთან მიდის.  "ნუ მოკლავ პრეზიდენტს!' - აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი უცვლელია. პროტესტის მონაწილეები ადგილზე საპროტესტეო ბანერებსაც მიიტანენ.

დაანონსებულ შეკრებას, დიდი ალბათობით, პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარეობის კანდიდატი ამბობს, რომ მთავარი ახლა დისკომფორტის შექმნაა. გიორგი მუმლაძე მოუწოდებს ყველას, ვისაც სააკაშვილის ბედი ადარდებს, ოლიგაქრის რეზიდენციასთან მივიდნენ.

აქცია 15:00 საათძეა დაანონსებული.

დღეს 15:00 საათზე ვიკრიბებით ბიძნა ივანიშვილის სახლთან. მიზეზი და მიზანი ამის ის არის, რომ რუსი ოლიგარქი გავაფრთხილოთ, თუ სასამართლო გამოუტანს მიხეილ სააკაშვილს, პრაქტიკულად, სასიკვდილო განაჩენს და ცატოვებს ციხეში, ეს მისთვის, რა თქმა უნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობდიან გამომდინარე, ნიშნავს გაწირვას ადამიანის, მაშინ, ბუნებრივია, მისი სახლები გახდება მთავარი ლოკაცია და ეპიცენტრი პროტესტის, - ამბობს მუმლაძე. 

მსგავსი სიახლეები