თუ პრეზიდენტს პოლიტიკური ნება გააჩნია, შეწყალების აქტის გამოცემაში ხელს არაფერი უშლის - სააკაშვილის ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ თუკი მოქმედ პრეზიდენტს ექსპრეზიდენტის შეწყალების პოლიტიკური ნება აქვს, მან ეს უნდა გააკეთოს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სასამართლოს ლოდინი სავალდებულო არ არის, რადგან პროცედურულად სალომე ზურაბიშვილს შეწყალების აქტის გამოცემაში ხელს არაფერი უშლის.
პრეზიდენტს შეუძლია ეს ნაბიჯი გადადგას, იგი ამაში შეზღუდული არ არის. განაჩენი გამამტყუნებელი 2 გამოტანილია და შესაბამისად, ამ განაჩენებზე შეუძლია შეწყალების აქტი გამოიყანოს. მას წარდგენილი აქვს ყველა დოკუმენტაცია და თუ მას ამის პოლიტიკური ნება გააჩნია, ამის შემზღუდავი და შემაკავებელი რაიმე ფაქტორი არ არსებობს, - თქვა ადვოკატმა.