ის, რომ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის საქმეზე გამძიება არ დაწყებულა, დამატებით ეჭვებს ბადებს - წითლიძე
მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ანი წითლიძე გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. ენმ- ს წევრის თქმით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება ამ დრომდე უმოქმედოა, დამატებით ეჭვებს ბადებს.
როგორც კი გაჟღერდა საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით, პირველი, ჩვენ რომ ნორმალურ სახელმწიფოშ ვცხოვრობდეთ, რაც უნდა გაეკეთებინა სახელმწიფოს, არის ის, რომ დაეწყო გამოძიება და ამ გამოძიების ფარგლებში ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა. ის, რომ ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებული არ არის და ხელისუფლების კითხვებზე პასუხი არ არის, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით ეჭვებს ბადებს. მე არ ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო მოწამვლაზე, - ამბობს წითლიძე.
ვიდრე ამერიკული ლაბორატორია მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დარიშხანს და ვერცხლის წყალს იპოვიდა, საწამლავი ქართველ ექიმებსაც აღმოჩენილი ჰქონდათ.
„შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიც ადასტურებს, რომ პრეზიდენტის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის ეჭვი პირველად კლინიკა „ვივა-მედში“ 25 აგვიტოს გაუჩნდათ.