მკვლელობა ხონში - რა ვერსიებზე საუბრობენ ადგილობრივები
ხონში მოკლული გიორგი ჩალაძის მვკელობაში ბრალდებული პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს. ის ახლა განყოფილებაში სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. შსს ახლა იმ პირების იდენტიფიცრებას ცდილობს, ვინც დევნილტა დასახლებაში ჩხუბში მონაწილეობდა.
33 წლის კაცს დანა გულმკერდის არეში იმ დროს ჩაარტყეს, როდესაც ის ჩხუბის მონაწილეების გაშველებას ცდილობდა.
ირკვევა, რომ მეზობლებს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ გუშინ დილით დაიწყო. ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდო მკვლელმა მეზობელს შენიშვნა იმის გამო მისცა, რომ ის აივანზე ტანსზევით შიშველი გავიდა. ფაქტს საქმის გარცევა მოჰყვა, თუმცა ორივე მხარე მალევე დაიშალა.
ბარბარობა დღესთან დაკავშირებით გაშლილი სუფრის შემდეგ, სავარაუდო მკვლელი საქმის ხეხლა გარჩევის მიზნით მეზობელთან ავიდა და უთხრა, რომ ქუჩაში გაჰყოლოდა.
კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა. აფხაზეთის ქუჩის მსოახლეობა ამბობს, რომ ჩხუბის და დაპირისპიების ხმა ესმოდათ.
შემთხვევა საბოლოოდ, მკვლელობით დასრულდა.
მკვლელობის დროს ადგილზე მოკლულის დედაც იმყოფებოდა. ქალს დაზიანებები თავადაც აღენიშნება.
მოკლულის დედა დამნაშავის დასჯას ითხოვს.
შარზე იყვნენ ნასვამები...ერთს აუშარდნენ, მეზობელს ჰკლავდნენ და ჩემი შვილი გადაეფარა. რა იცოდა, იმას რა ჰქონდა ხელში და სამი ჭრილობა აქვს... წინა მხარეზე ფილტვში, ვერ გადავარჩინეთ... გადმარჩინე, დედიო... ვერ გადავარჩინე ჩემი მეომარი ინვალიდი შვილი. აუშარდნენ ტვიტველი რატომ ხარო, იმას აუშარდნენ, ოქროსავით ბიჭს, - ამბობს ჭირისუფალი.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი სახლში უკვე გადაასვენეს.