პენიტენციურის კადრების შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - ხაჭაპურიძე
პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეკადრების გავცრელების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან გამოსვლისას განაცხადა.
ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მომხდარი უკვალოდ არ ჩაივლის.
ფაქტობრივად, მოსამართლე არევაძე კი არ იხილავს იმას, რომ გაათავისუფლოს ან გადაუვადოს სასჯელი ბატონ მიხეილ სააკაშვილს, არამედ განიხილავს, მიუსჯის მას სასიკვდილო განაჩენს თუ არ მიუსჯის. ახლა გაისინჯა ჩემს თვალწინ სიცხე, 38 ზევით ჰქონდა. მინდა ვუთხრა, მოწინააღმდეგე მხარეს, რომ ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის, თუმცა არ ჩაიარა სააკაშვილის ჯანმრთელობის მხრივაც ამან უკვალოდ და მდგომარეობა ამ კადრების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, - თქვა ადვოკატმა.