"ვივა -მედში" სააკაშვილის მოწამვლის შესახებ იცოდნენ - ოპოზიცია მიზანმიმარულ ქმედებაზე საუბრობს

18.12.22 20:19
"ვივა -მედში" სააკაშვილის მოწამვლის შესახებ იცოდნენ - ოპოზიცია მიზანმიმარულ ქმედებაზე საუბრობს

იცოდნენ მაგრამ არ იმჩნევდნენ - "შაბათის ეთერმა" აღმოაჩინდა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ "ვივა-მედში" სააკაშვილის მძიმე მეტალებით მოწამვლის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში იცოდნენ.

"შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს სამედიცინო ისტორია, სადაც მძიმე მეტალების შესაებ ლიმბახის ლაბორატორიის დასკვნა დევს.  

ამ ამბიდან სამთვენახევარი გავიდა, მაგრამ გამოძიებას არ დაუდგენია, როგორ მოხვდა პაციენტი სააკაშვილის სისხლში ვერცხლისწყალი, ბარიუმი და თალიუმი.  ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში საწამლავის კვალის დადგენა მიზანმიმართულად არ ხდება. მათი თქმით, გამოზიება დამკვეთებზე გავა და ეს "ქართული ოცნების" მაღალჩისნონებისთვის საბრალდებო დასკვნა იქნება. 

უფრო ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები