შიმშილობის მე-4 დღე - უკიდურესი აქტის მონაწილეთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეთა რაოდენობა დღეს ერთით შემცირდა. მაღალი ტემპერატურის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აბდულა ისმაილოვს ექიმებმა საკანონდმდებლო ორგანოს დატოვება და შიმშილობის შეწყვეტა ურჩიეს.
თემურ ჯანაშია, ანი წითლიძე და დავით კირკიტაძე კი ამ დრომდე პარლამენტში შიმშილობას განაგრძობენ. მათი თქმით, სააკაშვილის წამება უნდა დასრულდეს და ხელისუფლებამ ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გაუშვას.
საკანონმდებლო ორგანოში მისულმა ბექა ოდიშარიამ კი დღეს მოშიმშილე კოლეგები არც კი მოინახულა. "ოცნების" დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამეული მხოლოდ შიდა პარტიული წნეხის გამო შიმშილობს.
უფრო ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.