ბათუმს მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის ჩასაქრობად საჭირო სპეციალური ტექნიკა არ აქვს

19.12.22 10:16
ბათუმს მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის ჩასაქრობად საჭირო სპეციალური ტექნიკა არ აქვს

ძლიერი ხანძარი “ვოქსში” - შესაბამისმა ორგანოებმა ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უნდა დაადგინონ. ცნიბილია, რომ ობიექტი სარემონტო სამუშაობის გამო დაკეტილი იყო.

გვიან ღამით, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე იყო მისული ბათუმის მერიც, მაგრამ არჩილ ჩიქოვანმა  უპასუხოდ დატოვა კითხვა, რატომ არ აქვს ბათუმს სპეციალური ტექნიკა მრავალსართულიან კორპუსში ხანძრის ჩასაქრობად.

ცნობილია, რომ ტექნიკა რომელიც ზღვისპირა ქალაქს აქვს, მხოლოდ 11 სართულის საჭიროებებს უზრუნველყოფს. 

ბათუმში, მრავალსართულიანი საცხოვრებელ კორპუსის ბოლო სართულზე მდებარე რესტორანში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. 

ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები