"სოციალურ ქსელებში წერა უნდა გადავიდეს მეორე პლანზე" - ნიკა მელია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რეგიონებში პარტიის წევრებთან და აქტივისტებთან შეხვედრებს განაგრძობს.
"მაქსიმალური დარაზმვა, მაქსიმალური მობილიზაცია და გულახდილად საუბარი ერთმანეთთან"- თქვა ნიკა მელიამ ქუთაისში, სადაც პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა და სამოქმედო გეგმა გააცნო.
საუბრის მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ქვეყნის უმძიმესი კრიზისიდან გამოყვანის გეგმა იყო.
"დგება მომენტი, როცა სოციალურ ქსელებში წერა უნდა გადავიდეს მეორე პლანზე"- თქვა ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარემ.
შეხვედრა და შეეხება ერთადერთ საკითხს - ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს არამხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს, არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილს... ხელისუფლებამ ივანიშვილის ჩართულობით დღეს ქართული სახელმწიფო დააყენა უდიდესი გამოწვევის გარეშე, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არის უმძიმეს მდგომარეობაში და ებრძვის სიკვდილს"- თქვა მელიამ.