ჰააგის პროკურორის ისტორიული გადაწყვეტილება - რატომ დუმს ხელისუფლება
რას ნიშნავს პრემიერის დუმილი ჰააგის პროკურორის გადაწყვეტილებაზე - უკვე მე-4 დღეა საქართველოს გამარჯვებაზე არც მთავრობის მეთაურს და არც პრეზიდენტ ზურაბიშვილს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.
ოპოზიცია ამბობს, პროკურორ კარიმ ხანის გადაწყვეტილებით, "ქართული ოცნების" პროპაგანდა, რომელსაც ის თითქმის 10 წელი ეწეოდა, ჩამოიშალა. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ხელისუფლების მიზანს ჰააგაში მიხეილ სააკაშვილის გამტყუნება წარმოდაგენდა. ამას ცხადყოფს ის ფაქტიც, რომ თეა წულუკიანმა ომის მტკიცებულებები არ შეაგროვა და მანდატი ჰააგას გადასცა.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ იმ პირების წინააღმდეგ, რომელიც ჰააგას ტრიბუნალმა გაასამართლა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს. გარდა ამისა, საუბრობენ რეპარაციაზეც, რათა ყველა დაზარალებულ პირს რუსეთმა ზარალი აუნაზღაუროს.
ჩავარდა „ქართული ოცნების“ მიზანმმიმართული მცდელობები საქართველოს დადანაშაულების ომის დაწყებაში და ის ორი ეპიზოდი, სამშვიდეოების ეპიზოდი და ცხინვალის ეპიზოდი, ის რომ ამ ეპიზოდებში არანაირი ბრალეულობა საქართველოს არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად მოგვახვიეს თავს, არის უბრალოდ, დამსხვრეული, - განაცხადა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.