სააკაშვილი რთული ქიმიური ან რადიაქტიური ნივთიერებებითაა მოწამლული - სკანდალური ვერსია
მიხეილ სააკაშვილი რთული ქიმიური ან რადიაქტიური ნივთიერებებითაა მოწამლული - სკანდალურ ვერსიას ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ავრცელებს.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილის სხეულში ექვსი დასახელების მძიმე მეტალი ნეიროტოკსიკურია და ნერვულ სისტემას ანადგურებს.
მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებელი დეტოქსიკაცია სჭირდება, რაც ექსპერტის თქმით, საქართველოში შეუძლებელია.
როგორც ფიზიკური, ასევე ნეიროლოგიური და ფსიქიკური სიმპტომების კორელაცია, ტოქსიკოლოგის დასკვნასთან და იმ მეტალებთან, რომლიც იქნა აღმოჩენილი დიდი ალბათობით, პირდაპირ მიუთითებს ინტოქსიკაციაზე. ამდენი მეტალის მცირე რაოდენობით აღმოჩენა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ადგილი გვაქვს რაღაც ნაერთთან, რომელიც ჩვენთვის უცნობია.
"ვივამედის" კლინიკას ჩატარებული აქვს ტოქსიკოლოგიური კვლევა, გერმანიაში და იქ არის აღმოჩენილი სისხლში ძალიან მცირე რაოდენობით, პრაქტიკულად ოთხივე მეტალი - ვერცხლის წყალ, დარიშხანი, ტალიუმი და ტყვია. შემდგომში უკვე თმის ღერზე ჩატარდა ანალიზი, აღმოჩენილია, ვერცხლის წყალი, ბისმუტი და ბარიუმი. ფრჩხილში აღმოჩენილია, კადმიუმი და მანგანუმი. ასე რომ გამორიცხული არ არის რაიმე რთულ ნაერთთან გვქონდეს საქმე. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებს, დეტოქსიკაციას, რადგან ეს ტოქსიკური ნაერთი განაგრძობს მოქმედებას და იგი ანგრევს როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ასევე ნევროლოგიას" - აღნიშნა "ტვ პირველთან" მარიამ ჯიშკარიანმა.