სანამ ტრაგედია დატრიალებულა, დროზე უნდა ვიმოქმედოთ - სააკაშვილის ადვოკატი
სამი დღე მიხეილ სააკაშვილის პროცესამდე - მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ამერიკელ და ქართველ ექიმებს გამოიძახებენ.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სასმართლოს ჩვენებას მისცემენ ტოქსილოლოგი დევიდ სმიტი, ასევე გოლდ სმიტი და კიდევ ერთი ქართველი ექიმი.
მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 14 დეკემბრამდე გადაღებულ კადრებს.
არ მინდა, მოვლენებს წინ გავსუწრო, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნალოვანი მასალა უნდა იყოს. მთავარია ეს კადრები გადმოგვცენ"- თქვა ადვოკატმა.
ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ მოსამართლემ სხდომები მიყოლებით ჩანიშნოს.
მესმის, რთულია, თუმცა მომაკვდავი ადამიანი გვყავს ხელში და სანამ ტრაგედია დატრიალებულა, დროზე უნდა ვიმოქმედოთ" - აღნიშა უფლებადამცველმა.