"ლელოს" ინიციატივით, უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება
უკრაინაში საქართველოდან ასი ათასი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთი იგზავნება - გენერატორები, პირველადი მოხმარების ნივთები, თბილი ტანსაცმელი და საკვები.
ომში მყოფი ქვეყნის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება და შეძენა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით მოხდა.
თბილისში შეძენილ ნივთებს ჯერ ბათუმში ჩაიტანენ, იქედან კი გემით უკრაინაში გაააგზავნიან.
ლელოს სახელით, დღეს იგზავნება საკმაოდ სოლიდური ტვირთი, ეს არის ძირითადად გენერატორები, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. იცით, რომ მათ ძალიან მძიმე ზამთარი აქვთ. ისინი იბრძვიან თავიანთი და ჩვენი ქვეყნის თავსიუფლებისთვის. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს გარშემო, ჩვენი მეგობრების სურვილი, ენთუზიაზმი არ ნელდება და ჩვენ ჩვენს უკლრაინელ დებს და ძმებს ბოლომდე დავუდგებით გვერდში"- თქვა ხაზარაძემ.