ღარიბაშვილმა შვილი პენსილვანიის უძვირეს უნივერსიტეტში გააგზავნა - ნათელაშვილს კითხვები აქვს
საქართველო ის ქვეყანაა, სადაც თანამდებობის პირთა შვილები კერძო სასწავლებლებში მასობრივად სწავლობენ - განცხადება ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც თანამდებობის პირთა შვილები მასობრივად სწავლობენ კერძო სასწავლებლებში. ანუ ბავშვობიდანვე ეყრება საფუძველი ბატონყმობას. აი, ამ ფონზე ვიგებთ, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თავისი შვილი გააგზავნა პენსილვანიის უძვირეს უნივერსიტეტში განათლების მისაღებად.
რა თქმა უნდა, ყველა ქართველი ახალგაზრდის წარმატება უაღრესად გვიხარია, მაგრამ ეს თუ ხდება ჩვენი შვილების ხარჯზე, მათი უბედურების ფასად, აქ უკვე ისმევა კითხვები. მათ შორის, რატომ არ შემოაქვს სკოლებში ერთჯერადი კვება, რომელსაც ბიუჯეტი დააფინანსებს? მაშინ, როცა ბავშვებს გული უხდებათ ცუდად შიმშილისგან, ან რატომ არის 71 ათასი სტუდენტი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო გაძევებული უმაღლესი განათლების პროცესიდან? "- თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა.
პირველი ლეიბორისტი პირდება საზოგადოებას, რომ ამ მავნე პრაქტიკას გააუქმებს და ხელისუფლებისნ ცვლილების შემთხვევაში განათლების სიტემაში ძირეული ცვლილებები ჩატარდება.
რაიმე მოწოდებას ამ უზნეო ხელისუფლებაზე, დამეთანხმებით, რომ აზრი არ აქვს. ამიტომ მინდა, დავარწმუნო ჩვენი საზოგადოება, რომ ხელისუფლებს შეცვლის შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენი მოსვლის შემთხვევაში მიღებული იქნება კანონი, რომლის ძალითაც ყველა თანამდებობის პირის შვილი ისწავლის მხოლოდ საჯარო სკოლებში, სკოლებში ბიუჯეტრის ხარჯზე შემოღებული იქნება სამჯერადი კვება და ჯიპებს აღარ იყიდიან ბიუჯეტი იაპონიიდან.
აი იმ 71 ათას სტუდენტზე, მინდა, შეგახსენოთ, შემოღებული იქნება უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება ბიუჯეტიდან, აღდგება სტიპენდიების სისტემა, რომელზეც დგას ევროპული განათლება - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.