აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ომში მყოფ ქართველ კაცებზე - გიგა მაქარაშვილი ემოციური წერილი უკრაინიდან
აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ომში მყოფ ქართველ კაცებზე - სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროებზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ,,ქართველმა გმირებმა თავისუფლება გადაწყვიტეს და მტრის ტყვიას ანთებული გული დაახვედრეს".
იქნებ მოგაბეზრეთ კიდეც თავი ამ მძიმე ამბებით, მაგრამ ვფიქრობ აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ომში მყოფ ქართველ კაცებზე
მინდა გეფიქრებოდეთ სინდისის თავშესაფარში წამოსულ ბიჭებზე, რომლებმაც თავისუფლება გადაწყვიტეს და მტრის ტყვიას ანთებული გული დაახვედრეს!
ბიჭებზე, რომლებსაც სალამიც არ ქონიათ ერთმანეთისთვის ნათქვამი, თუმცა დადგა ჟამი და ერთმანეთის ღირსეულ ჭირისუფლებად იქცნენ
ბიჭებზე, რომლებსაც სკოლის ასაკის მერე არ უტირიათ, ახლა კი კვირა არ გავა სრულიად უცხო კაცის კუბოსთან არ აქვითინდნენ
ბიჭებზე, რომლებიც უცხო თანამებრძოლის გასვენებაში მოდიან, ყველა იქ მყოფს სამხედრო წესით ეხუტებიან და ცდილობენ ერთმანეთის სახე დაიმახსოვრონ…ყოველი შემდეგი შეხვედრა სულ უფრო ძალიან გავს ბოლო ნახვას
ბიჭებზე, რომლებსაც ომში ყოფნისას სიცოცხლე კიდევ უფრო შეუყვარდათ, მაგრამ თავისუფლებაზე გაცვლას არ აპირებენ და ერთადერთი სურვილი აქვთ…
არ დაივიწყოთ
დიდება ქვეყნისთვის წამებულ რაინდებს!
დიდება ქვეყნისთვის მებრძოლ რაინდებს!
დიდება საქართველოს
დიდება თავისუფლებას - წერს გიგა მაქარაშვილი.