"თუ გვინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება" - მოშიმშილეთა ბრიფინგი

19.12.22 13:54
"თუ გვინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება" - მოშიმშილეთა ბრიფინგი

შიმშილობის მე-5 დღეს პროტესტის მონაწილე დეპუტატების მოთხოვნა უცვლელია: " გადაიყვანოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ". ამის შესახებ მათ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

ანი წითლიძის თქმით, ევროპული მომავლისთვის ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორების დასრულებაა საჭირო. 

ჩვენი მოთხოვნა შიმშილობის მე-5 დღესაც რჩება უცვლელი - გადაიყვანონ პრეზიდენტი სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული  არჩევნებითაც კი ჰყავს ამ ქვეყანაშ 600 ათასი ამომრჩეველი, თუ გვინდა ქვეყნის ევროპული მომავალი, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, - თქვა წითლიძემ.

მსგავსი სიახლეები