ოპოზიცია "სააკაშვილის სიაზე" მუშაობას იწყებს - დოკუმენტი სტრასბურგში დარეგისტრირდება
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამმიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია სტრასბურგში ყარა-მურზას სიის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის სიაც დარეგისტრირდეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანის უფლებადამრღვევი პირი, რომლებიც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაულებრივი სქემაში არიან ჩართულები.
ძალიან მალე სტრასბურგში დარეგისტრირდება ყარა მურზას სია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ დავიწყოთ მუშაობა, ამაზე უკვე საერთო მონახაზი არსებობს, სააკაშვილის სიაზე, რომელშიც შევა ყველა ის ადამიანი, ადამიანის უფლებების დამრღვევი, ვინც დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართული, - თქვა დეკანოიძემ.