გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ (ვიდეო)
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, გიორგი კირთაძეს პირდაპირ ეთერში ჩართვისას თავს დაესხნენ. აგრესიულმა მამაკაცმა პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და კვერცხი ესროლა.
შენ გიორგი კირთაძე ხომ ხარ? ქვეყნის მოღალატე ხარ. რა გააკეთე, მოღალატე... რა განცხადებას აკეთებ, მოღალატე!" - მიმართა მან კირთაძეს.
ოპოზიციის ლიდერი დაინტერესდა, ვინ მიაგზავნა ის ჩართვის ადგილზე, კითხა სახელი, თუმცა კაცმა ვინაობის გამხელა არ ისურვა:
... არავის არ გამოვუშვივარ, ქვეყნის მოქალაქე ვარ, რა სახელი, ბიჭო..."- ყვიროდა თავდამსხმელი.
მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს.
ადგილზე სიტუაცია რადიკალურად დაიძაბა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი რადიკალური მოძრაობა "ალტ ინფიოს" ოფისიდან გამოვიდა.
მოძალადის იდენტიფიცირება შესაძლებელია - ინცინდენტი "ფორმულის" პირდაპირი ეთერის დროს მოხდა.