პირი, რომელმაც ქუთაისში ავტობუსი გაიტაცა, თავისუფალია

19.12.22 15:14
პირი, რომელმაც ქუთაისში ავტობუსი გაიტაცა, თავისუფალია

პირი, რომელმაც ქუთაისში მგზავრებით სავსე ავტობუსი გაიტაცა, საქალაქო სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. ინფორმაციას სააგენტო Infoimereti.ge ავრცელებს.

მოსამართლემ სრულად გაითვალწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული და მასთან ერთად მყოფი დაკავებული მეგობარი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ - განაცხადა ადვოკატმა, არჩილ ნიჟარაძემ.

16 დეკემბერს ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე,  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 24 წლის მამაკაცმა ავტობუსისმძღოლის ადგილზე გადაინაცვლა და 20 მგზავრთან ერთად გაურკვევლი მიმართულებით წავიდა.

მსგავსი სიახლეები