მახსოვს, თეა როგორ განიცდიდა, დარბოდა და ეძებდა მტკიცებულებებს - ზარქუა ჰააგაზე

19.12.22 15:23
მახსოვს, თეა როგორ განიცდიდა, დარბოდა და ეძებდა მტკიცებულებებს - ზარქუა ჰააგაზე

"ქართული ოცნების" შეცვლილი რიტორიკა - ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ჰააგას სასამარფთლოს გადაწყვეტილებაში წვლილი სწორედ მათ ხელისუფლებას ეკუთვნის. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ომის მტკიცებულებების შესაგროვებლად მთეა წულუკიანმა, დიდი ძალისხმევა დახარჯა. 

თქვენ გახსოვთ, თითმფრინავი ჩამოგდებული, მათ შორის, ის ბომბები თუ ა.შ. მტკიცებულებები გამქრალი იყო. მე მახსოვს, თეა როგორ განიცდიდა, დარბოდა და ეძებდა, აბა, სად იყო... ზოგი დაშლილი იყო, ზოგი სადღაც გადაგდებული იყო. ამას ეძებდა, ეს ყველაფერი მოაგროვა და ჩვენი სიმართლე დავამტკიცეთ. ამას ვერ პატიობენ. იციან, რომ ის თავიანთი მხარდამჭერი რეზოლუცია ევროსაბჭოსი, სადაც ქართველ ბიჭებს, ქართელ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშუალი, იმიტომ, რომ მძინარე ცხინვალს ცეცხლი გაუხსნესო, აი, ამას მოაწერე ხელი, - თქვა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები