შემაშფოთებელია, "ოცნების" ცინიკური განცხადებები, ისინი არც კი განიხილავენ პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას - HRC
„ქართულ ოცნებას“ ფაქტორბივად, ჩამოყალიბებული აქვთ თავიანთი პოზიცია, რასაც ვხედავთ, ეს არის პოლიტიკური შურისძიება ფაქტობრივად"- ამის შესახებ "ტვ პირველს" ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირები "ცინიკური განცხადებებით და ამ ჩამოყალიბებული პოზიციით მიყვებიან დღის წესრიგს".
მათი მიზანია, თავიანთ ამომრჩეველს აჩვენონ, თუ როგორ ეპყრობიან და როგორ იძიეს შურის პოლიტიკურ ოპონენტზე და ამ დღის წესრიგის მიღმა, სამწუხაროდ, რჩება ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები, რისი დაცვას ხელისუფლებას ევალება. სამწუხარო და შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული ცინიკური განცხადებები და ფაქტობრივად, ჩვენ ვხედავთ, რომ არც კი განიხილავენ პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენას. ერთი, რაც შეიძლება გაკეთეს, ეს არის სასჯელის გადავადება. ასევე, შესაძლებელია, ალტერნატიული სასჯელის საკითხის განხილვაც, როგორცი არის შინაპატიმრობა. რა თქმა უნდა, დღის წესრიგში უნდა იყოს შეწყალებას თემა, - თქვა ცქიტიშვილმა.