სასამართლოს მთავარი პრობლემა იუსტიციის საბჭოს ჭარბი ძალაუფლებაა - სულხან სალაძე
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს უსმენენ.
იუსტიციის საბჭოს რეფორმა, გადაწყვეტილების მიღების ახალი წესები და სასამართლო კლანის დაშლა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა, სულხან სალაძემ, პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ის მიმართულებები დაასახელა, რომელშიც დაუყონებლივ უნდა განხორციელდეს ცვლილებები.
მთავარი საკითხი, რაც დღეს სასამართლოს წინაშე დგას, ეს არის იუსტიციის საბჭოს ჭარბი ძალაუფლება. თუ ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყებთ ნაბიჯების გადადგმას, ეს იქნება მხოლოდ კარგი და წაადგება იმ გამოწვევას, რაც ჩვენს წინაშე არსებობს - განაცხადა სულხან სალაძემ.
საკანონმდებლო ორგანოში გასაუბრება იუსტიციის საბჭოს კანდიდატებთან კვლავ მიმდინარეობს. მათი დასრულების შემდეგ შედგება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის კონსულტაციები, რის შედეგადაც გადაწყდება, ვინ გახდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.