ეს იყო კარგად ორგანიზებული, ტიტუშკების თავდასხმა - ხაბეიშვილი თავდასხმაზე
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი კირთაძეზე თავდასხმა წინასწარ ორგანიზებული იყო.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ქვეყანაში არა მშვიდობა, არამედ პოლარიზაცია და დაპირისპირება სურს.
ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად ორკესტრირებული და ახლა უსამშობლო ბიძინა ივანიშვილს, რუს ოლიგარქს, რუსულ ოცნებას სურს, რომ რუსული პიარ კამპანია, რომ თურმე პრობლემა არაა, რომ რუსებს და ცდილობენ რუსი ტიტუშკები მიუგზავნონ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ ქართულად და ვისაც უნდა ცივილიზებული სამყაროს წევრობა. დღევანდელი დღეს, თავდასხმა გიორგი კირთაძეზე არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება, რომ რუს ივანიშვილს, რუსულ ოცნებას არანაირი სურვილი მშვიდობის საქართველოში არ აქვს, არანაირი სურვილი პოლარიზაციის დასრულების არ აქვთ, მათი სურვილია დაპირისპირება, ბოღმა, ღვარძლი და ამას აღვივებენ", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.