ხუდონჰესის მშენებლობა 2023 წელს დაიწყება
მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა და ის სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდება - განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.
ლევან დავითაშვილის ამბობს, ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება.
ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით, პროექტის განხორციელება უკვე 2023 წელს დავიწყოთ. ასეთი მნიშვნელოვანი მსხვილი ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში." თქვა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე.
ირკვევა, რომ მორიგება სახელმწიფოს 13,5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა, პროცესში კი საერთაშორისო იურიდიული კომპანია იყო ჩართული.