ვიცე-პრემიერი საქმის კურსში არ არის, რომ საქართველომ ჰააგაში რუსეთს ისტორიული დავა მოუგო
ვიცე-პრემიერი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, არ არის საქმის კურსში, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
არ ვარ საქმის კურსში, არ მაქვს ინფორმაცია, არ ვარ საქმის კურსში - განუცხადა დღეს მედიას ლევან დავითაშვილმა.
ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომის გამოძიება დაასრულა, რის შედეგადაც საქართველოს მიერ ჩადენილი არანაირი დანაშაული არ დამტკიცდა. საერთაშორისო ტრიბუნალს არც ერთი ქართველისთვის ბრალი არ წაუყენებია. დამნაშავეებად ჰააგამ დამნაშავედ სცნო 3 ოსი, 1 რუსი და არც ერთი ქართველი.