დაანონსებული ვიზიტი ჩაიშალა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები "ვივა-მედში" არ მივიდნენ
დაანონსებული ვიზიტი ჩაიშალა - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები "ვივა-მედში" არ მივიდნენ. მიზეზი ადვოკატმა არ იცის. გამომძიებელი, ვასილ კაკაშვილი ადვოკატის ზარებს არ პასუხობს.
მიხეილ სააკაშვილის პოზიცია კი ასეთია - მესამე პრეზიდენტი არ არის თანახმა ანალიზი მხოლოდ სისხლიდან აიღონ, რადგან მოწამვლის კვალი - სისხლის ანალიზით არ გამოჩნდება, თმიდან და ფრჩხილიდან აღებული ნიმუშებით, კი. შესაბამისად, სააკაშვილი თმისა და ფრჩხილის ნიმუშების აღებას ითხოვს:
გამომძიებელთან კომუნიკაცია დღეს, 15:00 საათზე გვქონდა, სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიბარა, რათა კვლევისათვის სისხლის ნიმუში აეღო. ჩვენ მიხეილ სააკაშვილს შევხვდით, მაგრამ ამ დროს გამომძიებელი არ გამოცხადდა, მიზეზი არ ვიცით, მის ტელეფონზე რამდენჯერმე განვახორციელეთ ზარი, მაგრამ ის არ გვპასუხობს.
სააკაშვილის პოზიცია უარყოფითია, ამ კვლევებს ასეთი მეთოდით არ ატარებენო, ფრჩხილის და თმის ნიმუშები უნდა იყოს აღებული. თუ ამ კვლევებს საერთაშორისო გაიდლაინებით და სტანდარტებით ჩაატარებენ, დათანხმდება და არა, საქართველოში"- თქვა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებმა სისხლის ნიმუშები ორჯერ აუღეს.