,,ოცნებასთან" შეთანხმება შეუძლებელი არაა, მაგრამ ურთულესია - ხათუნა სამნიძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე

19.12.22 17:42
,,ოცნებასთან" შეთანხმება შეუძლებელი არაა, მაგრამ ურთულესია  - ხათუნა სამნიძე ომბუდსმენობის კანდიდატებზე

,,ოცნებასთან" შეთანხმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ურთულესია - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების კონსულტაციებში ჩართულმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ, განაცხადა.

,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა ულტიმატუმად მიიჩნევს ოპონენტთა წინადადებებს, ეს კი მოლაპარაკების პროცესს ართულებს.

ჩვენ ვეცდებით და გავაგრძელებთ ომბუდსმენობის კანდიდატებზე საუბარს. შეტანხმება არ არის შეუძლებელი, მაგრამ ურთულესია, რადგან გვყავს ,,ოცნების" უპასუხისმგებლო წარმომადგენლები, რომლებიც პროცესის წინ გამოდიან და ოპოზიციის წინადადებებს ულტიმატუმს ეძახიან - განაცხადა ხათუნა სამნიძემ. 

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი პარლამენტში - ამ წუთებში, მამუკა მდინარაძის კაბინეტში, სახალხო დამცველობის კანდიდატებზე მსჯელობენ. 
 სავარაუდოდ სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ხელსიუფლებასა და ოპოზიციას შორის, რადგან არც ერთ მხარეს არ აქვს შესაძლებლობა, ომბუდსმენის კანდიდატი დამოუკიდებლად გაიყვანოს. 
ოპოზიციის დიდი ნაწილი, მხარს ანა აბაშიძისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურებს უჭერს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, ვინ უნდა ომბუდსმენად ,,ქართული ოცნებას".

 

მსგავსი სიახლეები