"ოცნება" რუსეთის დავალებით ებრძვის თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

19.12.22 18:16
"ოცნება" რუსეთის დავალებით ებრძვის თავისუფლების ნებისმიერ გამოვლინებას - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიორგი კირთაძეზე განხორციელებულ თავდასხმას საგანგებო ბრიფინგით ეხმიანება. 

ნიკა მელია ამბობს, რომ ეს ყოველივე ხდება იმისთვის, რომ "არ გაბედო ბრძოლა, არ გაბედო შეწინააღმდეგება". 

მისივე შეფასებით ხელისუფლება "შურს და მტრობას თესავს საქართველოში". 

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეებს რუსული და ბოლშევიკური მეთოდებით უპირისპირდება. რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლებას და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას.

"- თქვა მელიამ. 

მისი თქმით, "რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი, ოლიგარქი ივანიშვილი, აუცილებლად დამარცხდება". 

მსგავსი სიახლეები