კირთაძეზე სამარცხვინო თავდასხმა ოცნების წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია - ლელო

19.12.22 18:30
კირთაძეზე სამარცხვინო თავდასხმა ოცნების წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია - ლელო

ლელო საქართველოსთვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე, გიორგი კირთაძეზე თავდასხმას საგანგებო განცხადებით ეხმიანება: 

"აგრესიას, ფიზიკურ ძალადობას და სიძულვილის პოლიტიკას არ აქვს გამართლება არანაირ მოცემულობაში" - წერია პარტიის განცხადებაში. 

მათი შეფასებით, მმართველობის ათი წლის განმავლობაში, ქართული ოცნება სისტემატიურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას: 

"სამწუხაროდ, მმართველობის ათი წლის განმავლობაში, ქართული ოცნება სისტემატიურად ახალისებდა ძალადობას და სასათბურე პირობებს უქმნიდა ძალადობრივ ჯგუფებსა და კულტურას. კირთაძის მიმართ დღეს განხორციელებული სამარცხვინო თავდასხმა სწორედ მმართველი გუნდის მიერ წახალისებული აგრესიული კულტურის გამოძახილია.

ეს არის საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის დევნის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც გვაშორებს ცივილიზებული მსოფლიოს სტანდარტებს, აღრმავებს ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით და პირდაპირ აზიანებს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მოპოვების შანსებს.

ლელო გმობს კირთაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმას და მოუწოდებს ხელისუფლებას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად აგრესიის ჩამდენი პირის მიმართ" - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები